Pallets.ge — ხის პალეტები თბილისში
ტვირთის გადმოტვირთვის შემდეგ ერთ კომპანიას საწყობში ცარიელი პალეტები უგროვდება, მეორეს კი სწორედ ასეთი პალეტები სჭირდება შემდეგი გადაზიდვისთვის. ჩვენი საქმე ამ ორი საჭიროების დაკავშირებაა: მეორად ხის პალეტებს ვყიდულობთ, ვახარისხებთ, საჭიროებისამებრ ვარემონტებთ და ისევ საქმეში ვაბრუნებთ.
Pallets.ge შპს „დიფერენთ დიზაინ კომპა ნის“ (DDC) ბრენდია. ვმუშაობთ საწყობებთან, საწარმოებთან, მაღაზიებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან.
01
პალეტების ყიდვა: ევროპალეტები და სხვა ზომები
ხის პალეტებს (პადონებს) გთავაზობთ თქვენი ტვირთისა და საწყობის საჭიროების მიხედვით. ეს შეიძლება იყოს 120 × 80 სმ ევროპალეტი, 120 × 100 სმ სამრეწველო პალეტი ან არასტანდარტული ზომა. ყველა ზომა ყოველთვის მარაგში არ გვაქვს. ამიტომ შეკვეთამდე გეტყვით, რისი აღება შეგიძლიათ ახლავე და რას მოგაწვდით შეკვეთით.
02
მეორადი პალეტების შესყიდვა: თანხას ჩვენ გიხდით
თუ გამოსადეგი მეორადი პალეტები გაქვთ, ჩვენ ვიყიდით. ფასი დამოკიდებულია ზომაზე, მდგომარეობაზე, რაოდენობასა და ტრანსპორტირების პირობებზე. ამიტომ ფასს გითანხმებთ მას შემდეგ, რაც პარტიის შესახებ მოგვწერთ.
03
დაზიანებული პალეტების გატანა: ფასიანი მომსახურება
გამოუსადეგარი პალეტების გატანის საფასურს დამკვეთი იხდის. თუ დაზიანებულ პალეტებთან ერთად მთელი პალეტებიც გაქვთ, ჯერ პარტიას ვახარისხებთ. ვარგის პალეტებს ვყიდულობთ და მათი ღირებულება გატანის ხარჯს ამცირებს. რაც მეტი გამოსადეგი პალეტია პარტიაში, მით ნაკლები დაგიჯდებათ საწყობის გათავისუფლება.
როგორ ვმუშაობთ პალეტებთან
ყველა პალეტს, რომელიც ჩვენთან შემოდის, თავად ვამოწმებთ და ვახარისხებთ. თუ პალეტს ერთი ფიცარი აქვს გატეხილი, მას ვცვლით და პალეტს ისევ სამუშაოდ ვამზადებთ. თუ აღდგენა შეუძლებელია, პალეტს ვშლით და მისი ვარგისი ფიცრებითა და საყრდენებით სხვა პალეტებს ვაკეთებთ. ამ სამუშაოდან ვიცით, რომელი პალეტი გაუძლებს კიდევ ერთ გადაზიდვას და რომელი აღარ.
მოგვწერეთ, რამდენი პალეტი გაქვთ ან გჭირდებათ, რა ზომისაა, რა მდგომარეობაშია და სად არის. გეტყვით, რომელი ვარიანტი გამოგადგებათ და რა ეღირება.
ტელეფონი: +995 574 745 345 · ელფოსტა: info@pallets.ge
